რუსთავის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
როგორც კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, მიზეზი უამინდობის გამო გამოწვეული ავარიული შემთხვევებია.
"ამინდის გაუარესების გამო, რუსათავში ავარიული შემთხვევებია. ამ დროისთვის, ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ქუჩას. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მაქსიმალურად ოპერატიულად დაიწყება დენის მიწოდების აღდგენის პროცესი", - აცხადებენ ენერგო პრო ჯორჯიაში.