უჩვეულო სიცხე აპრილში

2022-03-21 13:44:52

კლიმატურ ნორმასთან შედარებით, აპრილში ტემპერატურა ერთი გრადუსით მაღალი იქნება, ხოლო ნალექები ნორმაზე ნაკლები - ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ავრცელებენ.
"აპრილში ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოში 32 გრადუსამდე შეიძლება მოიმატოს ტემპერატურამ, აღმოსავლეთ საქართველოში კი 28 გრადუსამდე" - აცხადებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე.

ამინდის ეროვნული სააგენტო პრონოზს აკეტებდა მარტის თვესთან დაკავშირებითაც, მათი ინფორმაციით, მარტის თვე კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით ცივი უნდა ყოფილიყო.