ახალციხეში, კეცხოველის ქუჩაზე "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან გამართული საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აქციის მონაწილეებმა და "ალტ-ინფოსთან" დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებმა ერთმანეთი სამშობლოს ღალატში დაადანაშუალეს. აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.
ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის გამოც ქალაქის ცენტრში საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟების გამოძახება გახდა საჭირო.
აქციის მონაწილეებმა "კონსერვატიული პარტიის" მხარდამჭერებს მოუწოდეს წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ იმ ადამიანების ხსოვნისათვის, ვინც რუსეთის აგშრესიის შედეგად უკარანაში დაიღუპნენ.
"თქვენზე მეტი მტერი ვინ არის. უკრაინელი ხალხის საცოდაობაზე ითბობთ ხელს. თქვენნაირმა ხალხმა მიიყვანა უკრაინა ამ დღემდე. უკრაინაც ერთ ადგილზე გკიდიათ და საქართველოც", - ასეთი იყო "კონსერვატიული პარტიის" წევრების პასუხი.
ახალციხელმა ნიკოლოზ ბეგიშვილმა აქცია რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დააანონსა. ბეგიაშვილის თქმით, მიუღებელია ის ფაქტი, რომ პარტიის წევრები საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებენ და ჟურნალისტებს ემუქრებიან.