“სისხლი 100-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო” [photo]

2022-03-18 17:35:03

რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე სისხლის დონაციის აქცია მოეწყო.

აქციაში როგორც "ავტოპაპას" ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, ასევე მომხმარებლებმა და სხვა მსურველებმა მიიღეს მონაწილეობა.

როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი, სტელა კამანდაროვა აცხადებ, დიდი იმედი აქვთ, რომ სისხლი უკრაინაში მოხვდება და ჩვენი მეგობარი ერის დასახმარებლად იქნება გამოყენებული.

"ჩვენ პერიოდულობით ვიღებთ სისხლს და ვეხმარებით საქართველოს სისხლის ბანკს. წელს ერთხელ უკვე გვქონდა ეს აქცია და ამჯერად რიგგარეშედ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყდა სისხლის გაღება.

დარწმუნებული არ ვართ, რომ ეს სისხლი ნამდვილად მოხვდება უკრაინაში, თუმცა ვიმედოვნებთ და არის ამისი შესაძლებლობა, ამიტომაც უფრო მასშტაბური გავხადეთ ეს აქცია.

ადმინისტრაციის გარდა, ჩაერთნენ ჩვენი მომხმარებლები, მეგობრები, დილერები, ასევე ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ახლა სასტუმროში ჩვენთან ანუ სტუმრები სხვა ქვეყნებიდან.

ამათანავე, ვაგროვებთ შემოწირულობასაც. ავტომობილი როდესაც გადის პარკინგიდან, ვთავაზობთ მათ გაწიონ შემოწირულობა, ემდეგ კვირაში ერთხელ ვოაორმაგებთ და ვაგზავნით უკრაინაში ამ თანხებს", - განაცხადა სტელა კამანდაროვამ.

დონაციის აციი ფარგელბი, სისხლი 100-ე მეტმა დონორმა გაიღო.