რუსთავში შიდასაქალაქო მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური გაძვირდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მგზავრები დღეს დილიდან 50 თეთრის ნაცვლად, მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობაში 80 თეთრს იხდიან.
მძღოლების თქმით, ტარიფის ზრდის მიზეზი საწვავზე ფასის მატებას უკავშირდება.
როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, ფასის მომატებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არაა და ახალი საფასურის აღმნიშვნელი აბრები მიკროავტობუსებში თვითნებურადაა გამოკრული.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკვე მომდინარეობს მონიტორინგი იმ მიკროავტობუსებზე, სადაც ფასი თვითნებურადაა გაზრდილი.