რუსთავში 6 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის ინფორმაციით, 20-ე და 22-ე საჯარო სკოლების რეაბილიტაციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გეგმავს, ხოლო მე-2, მე-3, მე-6 და 21-ე საჯარო სკოლებს მუნიციპალური განვითარების ფონდი გაახლებს.
რამდენი ლარი დაიხარჯება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგან ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს.