რუსთავის კლინიკების ნაწილი კოვიდპაციენტებს აღარ მიიღებს

2022-03-17 12:16:09

რუთავში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ნაწილს კოვიდკლინიკის სტატუსი აღარ აქვს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ჰოსპიტალური სექტორის დემობილიზაცია კოვიდინფიცირების კლების გამო გადაწყდა და შესაბამისი ბრძანებაც უკვე მიიღო რუსთავის კლინიკების ნაწილმა.

ქალაქის ცნეტრალური საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილი განაცხადებით, კლინიკა კოვიდპაციენტებს 10 მარტიდან აღარ იღებს.

"1 თუ 2 პაციენტია დარჩენილი თერაპიაში. კოვიდპაციენტებს აღარ მივიღებთ, 10 მარტიდან ჩავიხსენით ჩვენ ამ პროგრამიდან. რეალურად, ბოლო პერიოდში, ომიკრონის დროს არც იყო მძიმე პაციენტები, სასუნთქი გზის პრობლემები და მაღალი ლეტალობა. მკვეთრად გაუმჯობესდა ეპიდსიტუაცია ქალაქშიც და ქვეყანაშიც", - განაცხადა პაატიშვილმა.

ჯერჯერობით კოვიდმიმღებად რჩება რუსთავის მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრი. კლინიკაში აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება 2 დღეში იქნება მიღებული.

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს "კლინიკა რუსთავიც". სამედიცინო დაწესებულების კოვიდმიმღები განყოფილება, ბუნებრივია, სრული დატვირთვით აღარ მუშაობს, თუმცა კლინიკას სტატუსი ჯერ არ მოხსნია.

თუ პირს კორონავირუსი უდასტურდება, ამ შემთხვევაში მოქალაქემ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე უნდა დარეკავს და იქ განუმარტავენ, რომელ სამედიცინო დაწესებულებას ეელება მიღება.