დაკავება ქვემო ქართლში

2022-03-17 11:14:56

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი - 1977 წელს დაბადებული ვ.ვ. დააკავეს.

აღნიშნული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2002 წლიდან იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ვ.ვ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის" ტერიტორიაზე, მსჯავრდებულის სახით დააკავეს. დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.