რუსთავში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა თერაპიის დაფინანსება გაიზარდა

2022-03-16 23:32:06

რუსთავაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ლაცაბიძის თქმით, დღეიდან პროგრამით მოსარგებლე ბავშვებს, რუსთავის მერია თვეში 17 საათიან თერაპიას დაუფინანსებს. მუნიციპალიტეტი ასევე დაფარავს ამ ბავშვების სპორტულ და სახელოვნებო წრეებში მეცადინეობის ხარჯებსაც

"ძალიან მიხარია, რომ მუნიციპალიტეტმა განახლებული და გაუმჯობესებული პაკეტი შევთავაზეთ მშობლებს იმისთვის, რომ რუსთავში ბავშვებს ჰქონდეთ უფრო მეტი მხარდაჭერა რეაბილიტაციის დროს. 17 საათამდე გაიზარდა სეანსების რაოდენობა, ასევე მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, სახელოვნებო და სპორტული მიმართულებით უფასოდ ისარგებლებენ ბავშვები.

დაახლოებით, 50 000 ლარით გაიზრდება მხოლოდ სეანსების რაოდენობიდან გამომდინარე თანხები, ასევე დაემატება როგორც ვთვქით, სპორტული მიმართულებები.

დავიგეგმეთ 2023 წლის ბიუჯეტისთვის ახალი, კიდევ უფრო გაუმჯობესებული პაკეტის შემუშავებაზეც", - განაცხადა ლაცაბიძემ.

"ქართული ოცნებიდან" რუსთავის საკრებულოს წევრის, ლელა ლუარსაბიშვილის თქმით, იმატებს ასაკობრივი ზღვარიც პროგრამით მოსარგებლე პირთათვის.

"იცით, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს აუტისტური სპექტრის ქვეპორგარა. მშობლებთან რამდენჯერმე იყო შეხვედრა, მათ შეხვდა ქალაქის მერი და დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა ამ ქვეპროგრამის ცბლილებებს. მოიმატებს ასაკობრივი ზღვარი, გაიზრდება დაახლოებით 18 წლამდე, მოიმატებს სეანსების რაოდენობაც და გვინდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ ეს ცვლილებები აუცილებლად საჭიროებს საკრებულოს მხარდაჭერას, რომ შევიდეს დადგენილებაში", - განაცხადა ლუარსაბიშვილმა.

ერთ-ერთი მშობლის თქმით, ქალაქში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დასახმარებლად ბევრი მნიშვნელოვანი რამ კეთდება.

"ძალიან მნივნელოვანია, როდესაც საზოგადოება და ხელისუფლება მხარს გიჭერს აი ამ მძიმე ტვირთის ზიდვაში. ჩემმა შვილმა ძალიან დიდი გზა გამოიარა იმისათვის, რომ დღემდე მოსულიყო. ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს ქალაქში არის ძვრები და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ კეთდება", - აცხადებს გიული ფაჩულია.

ამ დროისთვის, რუსთავის მერიის ამ სოციალური პროგრამით 170 ბენეფიციარი