კოვიდზე რუსთავში 673 პირი შემოწმდა

2022-03-16 21:43:06

ბოლო 24 საათში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 9 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 34 პირი შემოწმდა.

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით, ჯამში, 639 პირი გამოიკვლიეს. მისივე თქმით, გეგმიური შემოწმება ჩაუტარდათ სკოლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებს.