მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ოზურგეთში პრორუსული ტელევიზიის ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პარტიის ოფისი დაიხურა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მათ ოფისიდან ბანერები ჩამოხსნეს და ადგილზე აღარ გამოჩენილან.
ალტ-ინფოს ოფისების გახსნას ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები პროტესტით ხვდებიან. მოსახლეობა ალტ-ინფოსა და მათი პარტიის პოლიტიკას ემიჯნება და თემატური ბანერებითა და წარწერებით, ოფისების გახსნას აპროტესტებს.
ადგილობრივებმა ალტ-ინფოს ოფისის არსებობა უკვე გააპროტესტეს ამბროლაურში, მარნეულში, ქობულეთში, გორში, მესტიაში, ახალციხეში.