საარსებო მინიმუმი გაიზარდა

2022-03-15 11:43:14

საქსტატმა საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, თებერვლის განმავლობაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 231.3 ლარი იყო, რაც წინა წელს არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით მთელი 34.1 ლარით ანუ 17%-ით მეტია.

საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული, რადგანაც თებერვალში ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი - 13.7%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა. განსაკუთრებულად მაღალია და 17.3%-ს შეადგენს ფასების წლიური მატება სურსათის ჯგუფში, რომელიც საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიაში წამყვან ადგილზეა.

ოქტომბრის მდგომარეობით, "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი 204.9 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 30.2 ლარით არის გაზრდილი.