რუსთავში სამი ავტომობილი გაქურდეს [video]

2022-03-15 00:29:53

რუსთავში ერთ ღამეში სამი ავტომობილი გაქურდეს. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გაქურდულია სამ სხვადასხვა ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების წინ დაპარკინგებული "ფოლკსვაგენის", "მერსედესისა" და "ნისანის" მარკის ავტომობილები.

ქურდობის დროს ავტომობილებიდან სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ფული წაიღეს.

რუსთავის პოლიციამ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი მალევე ამხილა, თუმცა ის არასრულწლოვნია და მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არ მომხდარა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები