საქართველოს საზღვართან 3 მიწისძვრა მოხდა

2022-03-14 10:58:17

საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან სამი მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 05:15 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 2 კმ_ში, მოხდა 4.7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

მეორე მიწისძვრა თბილისის დროით 06:37 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8 კმ_ში, მოხდა 3.6 (ML) სიდიდის მიწისძვრა.

ხოლო მესამე თბილისის დროით 08:22 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 10 კმ_ში, მოხდა 3.7(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.