მარგვეთისა და უბისის ეპარქია, რიკოთის უღელტეხილთან მომხდარი ავარიის შესახებ წერს, რომელსაც 3 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"სამწუხარო ამბავი მოხდა ჩვენი ეპარქიის ტერიტორიაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევთან, ავტოსაგზაო შემთხვევას, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი, კახა ბაღდავაძე, მიხეილ მაჩიტაძე და მურმან ლეჟავა ემსხვერპლა.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) და ეპარქიის სახელით, ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და თანამშრომლებს, ჩვენ ვლოცულობთ მათი უკვდავი სულებისათვის, რათა უფალმა დაუმკვიდროთ იქ, სადაცა მართალნი განისვენებენ," - წერია მარგვეთისა და უბისის ეპარქიის "ფეისბუკ" გვერდზე.