ავარიის დროს სამი პოლიციელი გარდაიცვალა

2022-03-12 12:48:08

რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომობილი და ავტომობილების გადამზიდი სატვირთო შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი გარდაიცვალა.

"ინფო რუსთავი" დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ფოტო: მეგა TV