გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

2022-03-11 13:43:11
მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის ინტენსიური თოვის მიუხედავად, გარდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზისა, სადაც, გარკვეულ მონაკვეთებზე არსებული ზვავსაშიშროების გამო, ვერ ხერხდება გაწმედითი სამუშაოების წარმოება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე საავტომობილო მიმოსვლა არ შეჩერებულა.