საქართველოში მიწისძვრა მოხდა

2022-03-11 00:44:58

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის ცნობით, 3.0(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა შუახევთან იყო.