რუსთავში ლოტოს ჯიხურები გაქურდეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გაქურდულია შარტავასა და მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე ლოტოს ჯიხურები.
როგორც ობიექტებში დასაქმებულებმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრეს, უცნობმა პირებმა ღამის საათებში სიგარეტები მოიპარეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.