8 მარტიდან საქართველოს საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. მშობლების ნაწილი სვამს კითხვას თუ როდის უნდა დაუბრუნდნენ მოსწავლეები საკლასო ოთახებს ან დაიწყონ დისტანციური სწავლება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 15-მარტამდე გაგრძელდება, ბავშვები კი სასწავლო პროცესს 15 მარტს, სამშაბათს დაუბრუნდებიან.