კახეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა გამთენიისას მომხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ლაგოდეხი-წნორის დამაკავშირებელ გზაზე BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
მიღებული ტრამვების შედეგად ლაგოდეხში მცხოვრები კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.