"ქვეყანაში შაქარზე პანიკური მოთხოვნაა"

2022-03-09 14:36:19

"ქვეყანაში შაქარზე პანიკური მოთხოვნაა, რისი საფუძველიც არ არსებობს", როგორც საცალო გაყიდვების ორგანიზაციის წარმომადგენები აცხადებენ,  პანდემიის დროსაც იყო პანიკა, თუმცა ისეთ მასშტაბებს ახლა ადგილი არ აქვს.
„სავაჭრო ქსელებში შაქრის გაყიდვები გაზრდილია, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ჩართულია ყველა შესაბამისი ორგანო, რათა გადავიაროთ ეს ტალღა და დეფიციტი არ გვქონდეს ბაზარზე. გუშინ შაქარზე, მარილსა და ზეთზე დეფიციტი წარმოიქმნა, თუმცა გუშინ იყო 8 მარტი, ისვენებდნენ დისტრიბუტორები და დეფიციტი გარკვეულწილად ამით იყო გამოწვეული.
ვთხოვ მოსახლეობას, პანიკურად ნუ შეისყიდიან პროდუქციას, რადგან ბაზარზე შეიქმნება ხელოვნური დეფიციტი, რაც ნიშნავს იმას, რომ დახლზე პროდუქტი არ დახვდებათ, ხოლო მოთხოვნის გაზრდა გამოიწვეს პროდუქტზე ფასის ხელოვნურ ზრდას. არცერთი პროდუქტის დეფიციტი არ დადგება; იმპორტიორები ამბობენ, რომ მარაგები აქვთ. გარდა ამისა, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვადასხვა ბაზართან, რომ პროდუქციის დეფიციტი არ გაჩნდეს“, - განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.