ზესტაფონში კომისარიატის ყოფილი შენობის დემონტაჟის დროს უბედური შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დემონტაჟის დროს კედელი ჩამოინგრა და სამი მამაკაცი მოიყოლა.
სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მათ შორის ერთ-ერთს, 20 წლის ბიჭს, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.