1 გარდაცვლილი და 6 დაშავებული

2022-03-07 17:48:53

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ავარიას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო მიკროავტობუსის ექვსმა მგზავრმა, აქედან სამი დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.