2021 წლის მე-4 კვარტალში საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 597.8 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 180.9 ლარით.
ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 1 242.6 ლარი, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 172.5 ლარით გაიზარდა.
„ 2021 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 597.8 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 180.9ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 1 242.6 ლარი (გასული წლის შესაბამისიპერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 172.5 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 666.9 ლარი საშუალო ბიზნესი – 1 883.3 ლარი ; მცირე ბიზნესი – 1 328.1 ლარი.
2021 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი- 36.2 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.3 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 9.9 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 5.9 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.6 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 3.4 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 7.8 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება. 2021 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (24.4 პროცენტი) და ვაჭრობა (18.8 პროცენტი), შემდეგ მოდის მშენებლობა (17.3 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 8.9 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 30.5 პროცენტიანი წილი უჭირავს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.