პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მთავრობის ადმინისტრაციის დააკავეს.
ინფორმაცია ამის შესახებ პოლიტიკოსის facebook გვერდზე გავრცელდა.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, მისი დაკავება კანცელარიის კიბეზე რუსული წარმოების კეტჩუპის დასხმის გამო მოხდა.
სამართალდამცავებმა ელენე ხოშტარიასთან ერთად დააკავეს შუშანა მაცაბერიძე და გიგა ლემონჯავა.