თბილიში, სანზონაში ძლიერი ქარის შედეგად ავარიული შენობა ჩამოინგრა.
შენობის ნანგრევებში მოყვა იქვე მდგომი მსუბუქი ავტომობილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინციდენტის შესახებ უკვე ინფორმირებულია ნაძალადევის გამგეობა, მათივე ცნობით, ჯგუფი უკვე გასულია ერწოს ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის აღსაწერად.
სანზონაში მომხდარი შემთხვევის ამსახველ ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.