საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე იმყოფებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია, აქციაზე შეკრებილებს თან აქვთ საქართველოსა და უკრაინის დროშები.
აქციის მონაწილეებს უკვე სიტყვით მიმართა პოლიტიკური პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომლის თქმითაც, გარდა იმისა, რომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინას, კონკრეტული მოთხოვნებიც აქვთ, ესენია: გადადგეს მთავრობა, ჩაიკეტოს ცა რუსეთისთვის და საქართველომ განაცხადი შეიტანოს ევროკავშირის წევრობაზე.