უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია

2022-03-01 14:56:28

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი, იგორ დოლგოვი გაიწვია.

მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის გამო“ – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ირაკლი ღარიბაშვილს Twitter-ზე გამოქვეყნებული წერილით მოუწოდა, მოხალისეებს თბილისიდან კიევში ფრენის უფლება მისცეს.

მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება!“, – დაწერა მან.