საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ღირსება ისტორიულად ის არის, რომ პრინციპების ერთგული და ყოველთვის საჭირო ადგილას დგას.
"ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომას, რომელიც ამ ქვეყანას ჩააყენებს საფრთხეში, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას. თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და მეამისთვის ჩამოვედი დღეს პარიზში და ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ის ქართულისოლიდარობა უკრაინის მომართ იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთობისნაწილი უნდა გავხდეთ.
დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან, სხვანაირად განიხილონუკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მომავალი და ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ამიტომ ვარ აქ.
მინდა, ყველას ახსოვდეს, როგორც უკრაინა, ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც ხვალიქნება ევროპის ნაწილი, იმ ევროპის, რომელმაც დღეს აჩვენა ღირსება ერთიანობით, უკრაინისაქტიური მხარდაჭერით. ჩვენ ყველა მადლიერები ვართ უკრაინის, რომელიც იბრძვის ჩვენითავისუფლებსითვის. არ გვინდა, საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპებისერთგული", - განაცხცადა პრეზიდენტმა.