"ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით"

2022-02-26 15:34:32

გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე შენგელიამ რუსეთი დატოვა და ცსკა-ში აღარ ითამაშებს. მან მოსკოვური კლუბიდან წასვლა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისა და ქალაქების, მათ შორის კიევის დაბომბვის შემდეგ გადაწყვიტა.

ამას წინ უძღოდა პოსტი სოციალურ ქსელში - თორნიკემ პორფაილის ფოტოდ უკრაინის დროშა დააყენა და დაწერა: "ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით".

"პოპსპორტის" ინფორმაციით, 30 წლის კალათბურთელი ამჟამად ესპანეთში იმყოფება და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს, 26 თებერვალს, თავად გააკეთებს.

თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა, ის ევროლიგის მიმდინარე სეზონში საშუალოდ 19 წუთში 11.2 ქულას, 4.1 მოხსნას და 3.1 პასს აგროვებდა, ხოლო ევროლიგაში 24.5 წუთში მისი მონაგარი 12.7 ქულას, 4.7 მოხსნასა და 2.5 პასს აღწევდა. 30 წლის ქართველ კალათბურთელს ცსკა-ს გარდა, ვალენსიაში, ბელგიურ შარლერუასა და პეპინსტერში, ასევე NBA-ში - ბრუკლინ ნეტსში, ჩიკაგო ბულსსა და ესპანურ ბასკონიაში უთამაშია.