მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
კანცელარიასთან შეკრებილები არიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
გარდა იმისა, რომ აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას, ისინი აპროტესტებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასაც. მთავრობის ადმინისტრაციასთან მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით - "ბოდიში ჩვენი მთავრობის გამო, საქართველო უკრაინასთან დგას". ასევე, მოქალაქეებს ხელში საქართველოსა და უკრაინის დროშები უჭირავთ, ისმის უკრაინის მხარდასაჭერი შეძახილები.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.