ყოფილი რწმუნებულის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს

2022-02-23 13:33:18

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ყოფილი რწმუნებულის და ადგილობრივი ბიზნესმენის, ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს.

შემთხვევის დროს სახლში ნიაზოვი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ, თუმცა სხეულის დაზიანება არ მიუღიათ. დაზიანებულია სახლის კედელი და ფანჯრები.

ამ წუთებში სახლის მეპატრონე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. შემთხვევის ადგილზე კი ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმდებები.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცადე, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 229-ე მუხლებით დაიწყო.