კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელმაც კლინიკა ვივამედის საკარანტინე სივრცეში, სუიციდი სცადა, გარდაიცვალა.
26 წლის ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციაში იყო მოთავსებული.
ექიმების განცხადებით, პაციენტი 1 კვირის განმავლობაში მკურნალობდა და კლინიკიდან გაწერას უპირებდნენ, თუმცა საპატიმროში გადაყვანის დღეს მან თვითმკვლელობა სცადა.