"რუსთავში მეტი გასაპროტესტებელი და პრობლემა ვერ ნახეს" [video]

2021-02-22 19:51:08

რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ნაციონალური მოძრაობის პროტესტს ეხმაურება, რომლებიც საკრებულოს შენობაში ტურნიკეტის დამონტაჟებას ხალხსა და საკრებულოს წევრებს შორის ხელოვნური ბარიერის შექმნად აფასებენ. [ვიდეო/video]

ლაცაბიძის თქმით, ტურნიკეტის დამონტაჟება არა ბარიერის შექმნის, არამედ უსაფრთხოების მიზნით მოხდა.

"ისეთი თემაა არც ღირს კომენტარად, თუმცა მოსახლეობას რომ ავუხსნა და შეცდომაში არ შეიყვანონ. ნაციონალური მოძრაობის, პარტია გახარიასთვის, ქართულ ოცნების, რომლებიც წარმოდგენილები არიან საკრებულოში, ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია 100 მოქალაქის საშვი დაუშვას დღის განმავლობაში, ხომ ამბობენ, რომ 100 მოქალაქეს ხვდებიან, ასობით მოქალაქე აკითხავთ, ნებისმიერ დეპუტატს შეუძლია, რომ 100 მოქალაქეზე დაუშვას საშვი. ეს არ ზღუდავს მოქალაქეებთან ურთიერთობას და შეხვედრებს, აბსურდია.

ამას რომ ბრიფინგს უძღვნი პარტია და ტურნიკეტთან დგები, უბრალოდ სასაცილოა და შეურაცხმყოფელიცაა წარმომადგენლობითი ორგანოსთვის, რომ დღეს დეპუტატებმა რუსთავში მეტი გასაპროტესტებელი და პრობლემა ვერ ნახეს, ტურნიკეტთან ამხელა ადამიანები დგებიან და ამბობენ, რომ აპტოტესტებენ ტურნიკეტს. სირცხვილია, ასი მოქალაქე რომ შევა, შეუძლიათ ასივეზე საშვი დაუშვან და შეხვდნენ. ტურნიკეტი არ ზღუდავს მოქალაქეების შესვლას მერიაში, არამდედ აწესრიგებს, რომ ჩვენ ვიცოდეთ და მათაც, ვინ შედის და გადის მერიაში, რადგან პრობლემის შემთხვევაში ჩვენც და ისინიც ვიყოთ დაცულები, შენობა იყოს დაცული. ეს არის თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. იმედი მაქვს ამდენი ესმით და სირცხვილია, როცა ამდენი ხალხი დგება ტურნიკეტთან და ამ საკითხს ბრიფინგს უძღვნიან. იმდენი გამოწვევა და პრობლემა გვაქვს ქალაქში, როგორ შეიძლება ამ საკითხზე რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოდან ამდენი ადამიანი ცდებოდეს. სირცხვილია",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ. 

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა რუსთავის საკრებულოში ტურნიკეტის დამონტაჟება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ რუსთავის მერი საკრებულოსა და ხალხს შორის ხელოვნურ ბარიერს ქმნის, რადგან საშვის გარეშე საკრებულოს შენობაში ვეღარავინ ვერ შეძლებს შესვლას.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები