რეკომენდაცია უკრაინაში მყოფ ქართველ დიპლომატებს

2022-02-22 12:11:00

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს რეკომენდაციით მიმართავს, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

სააგენტო ზალკალიანის უწყებისგან დაინტერესდა, უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შეიზღუდება თუ არა კიევში მდებარე საქართველოს საელჩოს მუშაობა.

როგორც სამინისტრო განმარტავს, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისია მუშაობას განაგრძობს.

"უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ რეკომენდაცია მიეცათ, სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ,"- აღნიშნეს უწყებაში.