“კვება და ტელეფონზე დიდხანს საუბარი აკრძალულია”

2021-02-18 21:25:19

"ინფო რუსთავის" ღია ჯგუფში სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი კომპანია "ინტერტრანსის" მიკროავტობუსში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

როგორც კადრებში ჩანს, მძღოლს დიდუბის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსში საინფორმაციო ბანერი აქვს გამოკრული, რომელიც მგზავრების მიმართ გარკვეულ გაფრთხილებებს შეიცავს.

"მიკროავტობუსში კვება და ტელეფონზე დიდხანს საუბარი აკრძალულია", - წერია ფურცელზე.

სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილისთვის შეზღუდვა მიუღებელი, მეორე ნაწილისთვის კი მისაღები აღმოჩნდა.