თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა.
ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა. ის მძიმე დაზიანებებით ქირურგიული მედიცინის ცენტრში იყო მოთავსებული, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
მეორე დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, მას ამ წუთებში ღუდუშაურის კლინიკაში შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდება.
"ინფო რუსთავი" დეტალებს შსს-ში არკვევს.