საკანალიზაციო მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

2022-02-14 23:17:46

ფოთში, ახალ რაიონში, დევნილების დასახლებაში, საკანალიზაციო მილში ახალშობილის ცხედარი იპოვეს.

ჩვილი ტანსაცმელში იყო გახვეული. ადგილობრივებმა ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და მეზობლები მის გაწმენდას ცდილობდნენ.

ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.