1 მარტიდან საქართველოს მთავრობა დასაქმების ახალ პროგრამას იწყებს, რომლის მიზანი შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებაა.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე შრომისუნარიან პირებს დაასაქმებს.
"ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირები, რომლებსაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 000-ზე მეტია ადამიანი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.