ირაკლი შატაკიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა

2022-02-13 16:46:22

რუსთავისა და გარდაბნის 10 თემში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი შატაკიშვილი "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისი წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომლის მიხედვითაც რუსთავის საწარმოებში მძიმე, მავნე და საშიშპირობიან სამუშაოებზე დასაქმებული პირები პენსიაზე გასვლის შემდეგ სამუშაო სტაჟის მიხედვით დანამატს მიიღებენ.

"რუსთავში მდებარეობს ბევრი ისეთი საწარმო, რომელთა საქმიანობა არის მომეტებული საფრთხის მქონე და ამ საწარმოებში დასაქმებულები არიან ადამიანები მძიმე, მავნე და საშიშპირობიან სამუშაოებზე. მე მაქვს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეეხება ამ დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ახალი და დამატებითი სოციალური გარანტიების შექმნას კანონმდებლობის დონეზე.

გვაქვს ასეთი ინიციატივა, რომ მძიმე, მავნე და საშიშპირობიან სამუშაოებზე დასაქმებული პერსონალს საპენსიო ასაკი უდგებათ 65 წლიდან კაცებს, ქალებს 60 წელს, პენსია კი გათანაბრებულია ყველა სხვა უფრო მსუბუქ პროფესიებსა და სპეციალობებზე დასაქმებულებთან. მაქვს ასეთი ინიციატივა, რომ სტაჟს მიებას და შესაბამისი დანამატები ჰქონდეთ პენსიაზე",- განაცხადა შატაკიშვილმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები