ამერიკელ ტურისტს სამი დღეა ეძებენ

2022-02-11 13:03:42

საქართველოში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებულ ამერიკის მოქალაქეს, 39 წლის ალექს ლოიოსს მეგობრები და სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.

ახლობლების ინფორმაციით, მას ოჯახთან ბოლო კომუნიკაცია ხუთი დღის წინ, 7 თებერვალს ჰქონდა.

"ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა ბოლოს ნახა 9 თებერვალს, ძველ თბილისში (კოტე აფხაზის ქუჩაზე) ძალიან ცუდ მდგომარეობაში, არ ჰქონდა ფული, ჰგავდა დაკარგულს და დაბნეულს", - წერია ახლობლების მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.

ალექს ლოიოსის ახლობლები მოქალაქეებს სთხოვენ, თუ მის შესახებ რაიმე ინფორმაციას მიიღებენ, დარეკონ მეგობრებთან, 112-ში ან გამომძიებელთან.