შეეძლებათ თუ არა 5 წლის ბავშვებს სკოლაში მისვლა

2022-02-09 18:05:16

შესაძლოა სკოლაში სასწავლო  პროცესის დაწყება  5 წლის ბავშვებმაც შეძლონ. საკითხს განათლების კომიტეტი უახლოეს მომავალში განიხილავს. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ცვლილება, მშობლების მოთხოვნის საფუძველზე განიხილება.
ამ დროისთვის სკოლის დაწყებით საფეხურზე სწავლება მხოლოდ 6 წლის ასაკის შესრულების შემდეგ არის შესაძლებელი, თუნდაც სასწავლო წლის დაწყებამდე ბავშვს 6 წლის შესრულებამდე რამდენიმე დღე აკლდეს.