დედა-შვილი ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალა

2022-02-06 13:24:58

ხაშურში, დედა-შვილი ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალა.

შუა ხნი მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მას სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ხოლო იმავე საღამოს გარდაცვლილი კაცის დედას ავტომობილი დაეჯახა და ასაკოვანი ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქემთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ხოლო ქალი გარდაცვალებაზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით.