47 წლის კაცი, რომელსაც საკუთარმა 82 წლის მამამ ცივი იარაღით 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" კლინიკა "გორმედიში" დაუდასტურეს, რომლის რეანიმაციულ განყოფილებაში დაჭრილი კაცი 4 დღის განმავლობაში იყო მოთავსებული.
მომხადარზე 82 წლის კაცია დაკავებული, რომელმაც სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ შვილის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 11-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.