ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილის მძღოლი, 39 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ფოტო: რადიო მარნეული