გაუქმდა თუ არა მწვანე პასპორტები

2022-02-01 13:36:27

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ.

"ომიკრონის სწრაფი გავრცელებისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს მწვანე პასპორტის მოთხოვნის აუცილებლობა, თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც „მწვანე პასპორტი“ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას",- განაცხადა ღიბრაძემ.