გაჩიანის ტყე-ჭალის ტერიტორიაზე ხანძარი იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინოფ რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, მეორად საბურავებს ეკიდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველოსა და გარემოს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.