პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" ბოიკოტს წყვეტს და გაზაფხულის საპარლამენტო სხდომებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაცია მედიას ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ მიაწოდა.
"ჩვენი პარტია მრავალრიცხოვანი, მრავალათასიანი, ძალიან ბევრი მხარდაჭერით, ბევრი მოსაზრებებით. ჩვენ გვქონდა ინტენსიური მსჯელობა ყველა იმ ჯგუფებთან, რომელიც მზად არის და იბრძვის იმ ვითარების შესაცვლელად, რაც არის. როგორც მოსალოდნელი იყო, იყო აზრთა სხვადასხვაობა. შაბათს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია საგაზაფხულო საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს", - თქვა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, ბოიკოტის შეწყვეტის მიზანი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის საპარლამენტო დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოძიებაა. ფრაქცია აპირებს ამ საკითხზე კომისიის შექმნის მოთხოვნა დაარეგისტრიროს.