1 გარდაცვლილი და 8 დაშავებული

2022-01-31 01:47:36

ტყიბულის შახტაში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ 8 მუშა, რომლებიც ტყიბულის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა.

კომპანია საქნახშირის წარმომადგენელის თქმით, დეტალების გარკვევას ამ წუთებში მათი შრომის უსაფრთხოების სამსახური ცდილობს.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.